რატომ არის ლუდი ორგანიზმისთვის სასარგებლო ?

რატომ არის ლუდი ორგანიზმისთვის სასარგებლო ?

ერთი კათხა ლუდი ორგანიზმისთვის მართლაც სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. ლუდი არის მცირე ალკოჰოლიანი, არომატული სასმელი, რომელსაც სვიის მომწარო გემო დაჰკრავს. იღებენ ქერის ალაოს,სვიისა და წყლისგან მიღებული ტკბილის ალკოჰოლური დუღილით. ზოგიერთი ხარისხის ლუდის მისაღებად ქერის ალაოს ნაწილობრივ ცვლიან ბრინჯის, სიმინდის ან ქერის ფხვნილით, აგრეთვე შაქრით. ლუდის მიღების ტექნოლოგიური პროცესის ძირითადი სტადიებია: ქერის, ალაოსა და ლუდის ტკბილის დუღილი ლუდის საფუვრით; დადუღება (დამწიფება); გაფილტვრა და ჩამოსხმა. ალაოს მისაღებად ქერს წმენდენ, ახარისხებენ, ალბობენ, აღივებენ. შემდეგ მწვანე ალაოს აშრობენ, აცლიან ღივებს და აყოვნებენ. ლუდის ტკბილის მისაღებად ალაოს აპრიალებენ, აქუცმაცებენ და წყალში ურევენ, მიღებულ მასალაში განსაზღვრულ ტემპერატურაზე მიმდინარეობს ფერმენტაციული პროცესები, რომელთაგან ძირითადია სახამებლის დაშაქრება, რომლის დამთავრების შემდეგ მასალას ფილტრავენ და გამჭვირვალე ტკბილის სვიასთან ადუღებენ საჭირო სიმკვრივის ნარევის მიღებამდე. შემდეგ ტკბილს აცლიან სვიას, წმენდენ და აცივებენ. ტკბილს ადუღებენ ლუდის სპეციალური საფუვრით. სადუღარ აპარატებში (ტემპერატურა 5-9 °C, დროის ხანგრძლივობა -7-8 დღე-ღღამე), რის შედეგად მიიღება მჭვანე ლუდი, რომელსაც დასადუღებლად და დასამწიფებლად გადიტანენ დახურულ ცილინდრულ ჭურჭელში, ე.წ. ტანკში (დროის ხანგრძლივობა 21-90 დღე-ღამე, ტემპერატურა 0-2 °C). აქ ლუდი გაჯერდება ნახშირორჟანგით, იწმინდება და იღებს საჭირო გემოს. საბოლოოდ ლუდს ფილტრავენ, შემდეგ კი ჩამოასხამენ.

რატომ არის ლუდი ორგანიზმისთვის სასარგებლო ?

1. ლუდის მეშვეობით ხდება ძვლის სიმკვრივის გაზრდა. კვლევებით დადასტურებულია, რომ ლუდი შეიცავს სილიკონს, რომელიც ხელს უწყობს კუნთოვანი და ძვლოვანი ქსოვილის შეერთებას. ასევე, თუ მუქი ფერის ლუდს დალევთ, დაგეხმარებათ ოსტეოპოროზის თავიდან აცილებაში. ის ყველაზე მეტ სილიკონს შეიცავს. 

2. ლუდი ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ლუდის მოხმარებით ხდება მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის რაოდენობის გაზრდა. მას ასევე უწოდებენ "კარგ ქოლესტერინს". მისი მაღალი კონცენტრაცია მნიშვნელოვნად ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს.

3. ლუდი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. აღსანიშნავია, რომ კვლევებმა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და ლუდის მოხმარებას შორის მნიშვნელოვანი კავშირი აჩვენა. ე.ი, ვინც სვამს 1 ჭიქა დამათრობელ სასმელს, ასეთი დაავადებების რისკს 30%-ზე მეტით ამცირებს. 

4. ლუდი ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანი, რომელიც დღეში 0,3 ლიტრ ლუდს სვამდა, ნაკლებად იყო მიდრეკილი მე-2 ტიპის დიაბეტისკენ. 

5. ლუდი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში საუკეთესო იარაღია. გერმანელმა მეცნიერებმა სვიაში ქსანთოჰუმოლის მაღალი შემცვლელობა აღმოაჩინეს. სწორედ ეს ნივთიერებაა ხელის შემშლელი ქიმიური კანცეროგენების გააქტიურების.

6. ლუდი გიცავთ დემენციისგან. ქსანთოჰუმოლი არის ასევე ძლიერი ანტიოქსიდანტი. ის ხელს უშლის დემენციას. ლუდის ზომიერად მიღება ხელს უწყობს ჩვენს გონებას ფორმის შენარჩუნებაში.

7. ლუდი ხელს უშლის თირკმელში ქვების წარმოშობას. დღეში ერთი ბოთლი ლუდი აუცილებლად უნდა მიირთვათ, რადგან ის ამცირებს თირკმლის ქვების რისკს 40%-ით. 

ასე რომ, მიირთვით ლუდი, რა თქმა უნდა ზომიერად!.. :)