ეს შესაძლოა არც კი იცოდით! - BMW-ები საბჭოთა მილიციაში

ეს შესაძლოა არც კი იცოდით! - BMW-ები საბჭოთა მილიციაში

ჯერ კიდევ 1973 წელს, საბჭოთა ხელისუფლებაში დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ მაშინდელ მილიციას BMW-ის მარკის ავტომობილები უნდა ჰყოლოდა. ამისთვის, მათ შეიძინეს რამდენიმე ბავარიული ავტომობილი.

1973 წლის დეკემბრის თვეში, პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, საბჭოთა მილიციას უკვე ოფიციალურად ჰყავდა BMW-ს მარკის ავტომობილები. აღსანიშნავია, რომ ახალი ბაზრის გახსნის აღსანიშნავად, გერმანიიდან ჩამოვიდა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ებერჰარდტ ფონ კიუნჰაიმი.

საბოლოოდ, მხარეებს შორის შეთანხმება მაინც ვერ შედგა და სსრკ-ს ჰყავდა ორი მანქანა - BMW 2500 (E3) და BMW 520i (E12) - ასევე საპატრულო მოტოციკლები - BMW R60, BMW R75 და BMW R90.