ყველა დროის 5 საუკეთესო რუსული მანქანა

მათ არ შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ ფერარის ან როლს როისს, მაგრამ მათი გამოშვების დროს ამ მანქანებმა რევოლუცია მოახდინეს საავტომობილო ინდუსტრიაში.
1. VAZ-2021 NIVA, 1977
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რუსული ავტომობილი, ის პირველად გამოუშვეს 1977 წლის 5 აპრილს. ეს ჯიპი შეიქმნა სპეციალურად სოფლის მომხმარებელთათვის, მათი საჭიროების დასაკმაყოფილებლად. ის არის მოკლე ავტომობილი, 4x4-ზე. აღსანიშნავია, რომ ამ ავტომობილს მხოლოდ რუსები არ იყენებენ.
2. KAMAZ, 1976
1966 წელს kamaz-ის მწარმოებელმა დაკარის რბოლა მოიგო და განაგრძო დომინირება პრესტიჟულ საერთაშორისო რბოლაშიც, ჯამში მან 17 მოგება დააგროვა. ეს იყო ყველაზე მეტი გამარჯვება, რაც ოდესმე იქნა მიღწეული ნებისმიერი ავტომობილის მწარმოებლის მიერ.
დღეისთვის, Kamaz-ი თავის სატვირთო ავტომობილებს ყიდის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, ლათინო ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.
3. UAZ-469, 1972
საბჭოთა გაზეთები პერიოდულად აქვეყნებდნენ სტატიებს ამ ავტომობილის შესახებ მის ოფიციალურად გამოშვებამდე და ასევე ბაზარზე გაშვებამდე. წარმოებაში შესვლისთანავე, ეს ჯიპი საბჭოთა არმიის მთავარი მანქანა გახდა, თუმცა ის მხოლოდ ოფიცრების გადასაყვანად იყო განკუთვნილი.
4. MOSKVICH-412, 1967
ეს ავტომობილი იყო ძველი მოდელის, Moskvich-408-ის განახლებული და მოდერნიზირებული მოდელი. 1971 წელს, ორმა Moskvich-412-მა მიიღო მონაწილეობა 24 საათიან რბოლაში, რომელიც როგორც ცნობილია "სპა 24 საათი", ის გაიმართა ბელგიაში. მან ასევე პოდიუმზე ყველა ადგილი დაიკავა 1973 წლის "Avon Round Britain Rally"-ში და მოიპოვა გამარჯვება სამხრეთ აფიკის "Safary Rally"-ში.
5. ZIS-5, 1934
ეს ლეგენდარული სატვირთო მანქანა გახდა მთავარი მანქანა წითელი არმიისთვის, მე-2 მსოფლიო ომის დროს. მანქანა სერიულ წარმოებაში შევიდა 1934 წელს და დიდი წვლილი შეიტანა ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, 9 წლის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ეს მანქანები გამოიყენეს ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს. საბჭოთა კავშირმა ესპანელ მებრძოლებს 2000-ზე მეტი სატვირთო მანქანა მიაწოდა.