სასჯელი აშშ-ში! ქალმა, რომელმაც სისხლის წვეთის გამოყენებით დიაგნოზის დასმა შეძლო

სასჯელი აშშ-ში! ქალმა, რომელმაც სისხლის წვეთის გამოყენებით დიაგნოზის დასმა შეძლო

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აშშ-ის სასამართლომ ბიოტექნოლოგიური სტარტაპის, Theranos-ის დამფუძნებელს ელიზაბეტ ჰოლმსს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ამის გარდა, ჰოლმსმა ინვესტორებს 121 მილიონი დოლარის ოდენობის ზიანი უნდა აუნაზღაუროს.

აღშანისნავია, რომ ჰოლსმა Theranos-ი 2003 წელს შექმნა და ის მაშინ სულ რაღაც 19 წლის იყო. მან პირობა დადო, რომ შექმნიდა მოწყობილობას, რომელიც ადამიანის სისხლის წვეთის გამოყენებით პაციენტს დიაგნოზს დაუსვამდა. ის ამტკიცებდა, რომ ტექნოლოგია თავისით შექმნა.

2015 წელს გაირკვა, რომ აღნიშნული კომპანია ფიქციაა და სისხლის ანალიზებს სხვა კომპანიების აპარატურებზე ატარებს. 2018 წელს Theranos-ი დაიხურა, 2021 წელს კი ჰოლმსს სასამართლოში უჩივლეს.